Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

 

16.06.2011 - BE THE BEST - 2011 კონკურსის შედეგები:
  გამარჯვებული მოსწავლეების ქულები წითელი ფერით არის აღნიშნული.   ტესტი 100 ქულიანია   III - კლასი - 50 ქულიდან   IV - კლასი - 65 ქულიდან    V - კლასი - 50 ქულიდან  VI - კლასი - 65 ქულიდან    VII - კლასი - 50 ქულიდან   VIII - კლასი - 65 ქულიდან   კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.   კონკუსის შედეგების გაცნობა და გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება კვირას, 19 ივნისს 12 საათზე შემდეგ მისამართზე:...
15.06.2011 - "ევრიკა" - 2011 კონკურსის შედეგები
გამარჯვებული მოსწავლეების ქულები წითელი ფერით არის აღნიშნული. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი. კონკუსის შედეგების გაცნობა და გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება კვირას, 19 ივნისს 12 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია "მოდინახე" (ტელევიზიის პირდაპირ). იხილეთ ბმული:
06.06.2011 - კონკურსი - „საუკეთესო პატარა მთარგმნელი“ ჩატარდება 18 ივნისს
კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე ტესტირება დაიწყება 11 საათზე მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ცნობა სკოლიდან დასაშვებია ლექსიკონების გამოყენება  
06.06.2011 -  კონკურსი "ევრიკა" ჩატარდება 12 ივნისს
კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე ტესტირება დაიწყება 11 საათზე მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ცნობა სკოლიდან  
06.06.2011 -  ინგლისური ენის კონკურსი "BE THE BEST" ჩატარდება 11 ივნისს
კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე ტესტირება დაიწყება 11 საათზე მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ცნობა სკოლიდან
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს. ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3...
....
11
12
13
14
15
16
17
18
19
Join us on