სიახლეები
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.
2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 85 ათასამდე მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.
18.04.2011 - AIESEC-ის პროექტი სკოლაში
საერთშორისო ორგანიზაცია AIESEC-სა და ჩვენს სკოლას შორის დაიდო პარტნიორული შეთანხმების ხელშეკრულება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე საერთაშორისო კონკურენტიანი ლიდერების აღზრდა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გამრავალფეროვნება.
14.04.2011 - სასწავლო პროგრამა გრანადაში
2011 წლის ივნისში სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად
12.04.2011 - გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.
შერჩეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები 12 აპრილიდან 16 აპრილამდე საცდელ ტესტირებას რვა საგანში გაივლიან.
12.04.2011 - ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესია კრაკოვში
2011 წლის 6-10 მაისს სკოლის X კლასის მოსწავლე მალხაზ დარბაიძე მიემგზავრება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მისაღებად
10.04.2011 - საერთაშორისო ფორუმი თურქეთში
სკოლის XI კლასის მოსწავლე ვასილ ხურცილავა 2011 წლის 16-22 მაისს მონაწილეობას იღებს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სტამბულის საერთაშორისო ფორუმში
10.04.2011 - სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში - „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში” მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად იყენებენ გაკვეთილის...