Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

 

15.09.2014 - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ძვირფასო AIA-GESS-ელებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სიხარულით და წარმატებებით სავსე ყოფილიყოს თითოეული დღე თქვენთვის!განსაკუთრებით ვლოცავთ პირველ და მეთორმეტე კლასელებს, ისინი ცხოვრების საინტერესო და რთული გამოწვევების წინაშე დგანან.ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს!
25.08.2014 - AIA-GESS-ის კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ! სტუდენტობაც ისეთივე საინტერესო და ნაყოფიერი გქონოდეთ, როგორც სკოლაში გატარებული დღეები.   თეიმურაზ საღინაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  არქიტექტურა გრანტი 100% ელენე დარციმელია თბილისის სამხატვრო აკადემია გრანტი 100% მიხეილ კიანი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკა გრანტი 100% გიორგი...
24.06.2014 - კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატი - PET
გილოცავთ! კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატი (LEVEL B1) მოიპოვა IX-X კლასის ყველა მონაწილემ, ვინც 2014 წლის მაისში ჩააბარა გამოცდა.  PASS WITH MERIT - მოიპოვა: თამარ ანდრიაშვილი, ვახტანგ კონტრიძე, ანა ელიზბარიძე, ირაკლი ხარაბაძე,  ირაკლი ჭიღლაძე, ალექსანდრე შუბითიძე, ალექსანდრე ბეგიაშვილიგიორგი მარგიანი, გეგა ლელაშვილი   PASS - მოიპოვა: ბექა გურჩიანი, ქეთევან კაცელაშვილი, ნიკა გოზალიშვილი, ნორა...
14.06.2014 - კონკურსის „BE THE BEST" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და ბანაკის გახსნა შედგება 23 ივნისს, 10 საათზე სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში.   III-VI კლასის მოსწავლეები, რომელთა ქულები აღნიშნულია წითელი ფერით დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკით. VII-X კლასის...
14.06.2014 - კონკურსის „ევრიკა" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და ბანაკის გახსნა შედგება 23 ივნისს, 10 საათზე სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში.   III-VI კლასის მოსწავლეები, რომელთა ქულები აღნიშნულია წითელი ფერით დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკით. VII-VIII კლასის...
20.05.2014 - XII კლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ჩვენო XII კლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას! უბედნიერესი,ულამაზესი და წარმატებული ცხოვრება გქონდეთ მუდამ! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეეთ! ძალიან გვიყვარხართ!  
1
2
3
4
5
6
7
....
Join us on