Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

 

19.12.2013 - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
  გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერება, წარმატება, კეთილდღეობა იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მეგზური.   საშობაო არდადეგები გრძელდება 28 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.
17.12.2013 - ოქროს მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს
დღეს ჩვენი სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს: ჯემალ მანჯგალაძეს, მარი გიგაურს, ნინო უშიკიშვილს, სოფო ლელაშვილს, მარიკა ტყეშელაშვილს და ანა ფანცულაიას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ საკინიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოქროს მედლები გადასცეს.
10.12.2013 - სტუმრად ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ საინტერესო მუზეუმში
სერვანტესის სახლობის გიმნაზია „აია-ჯესის " XI კლასის მოსწავლეები 2013 წლის 27 ნოემბერს ბიოლოგიის პედაგოგის დარეჯან ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ სტუმრად ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ უნიკალურ მუზეუმში: გეოლოგიურ და ზოოლოგიურ მუზეუმში.ზოოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1921 წელს გიორგი ჯავახიშვილის თაოსნობით. განსაკუთრებით დიდია უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის წვლილი...
04.11.2013 - ინტელექტუალური თამაში თემაზე „ჩემი ქალაქი“
2013 წლის 1 ნოემბერს ტრადიციულად ჩატარდა პირველკლასელებს შორის ინტელექტუალური თამაში თემაზე „ჩემი ქალაქი“. მათ მოინახულეს ქალაქის ღირშესანიშნაობები. კონკრსზე ექვსივე გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. მონდომებისა და შრომისათვის ისინი დასაჩუქრდნენ სამახსოვრო დიპლომებით. 
25.10.2013 - ქართული ხელოვნების კვირეული „სიყვარული გზად და ხიდად“
ნოემბრის პირველ რიცხვებში სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში გაიმართება ქართული ხელოვნების კვირეული, რომელიც ეძღვნება ჩვენი მშობლიური კულტურის წარმოჩენა-უკეთ გაცნობას. დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომელთა იდეური ავტორებიც და შემსრულებლებიც თავად მოსწავლეები არიან. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ „კვირეულით“, ამ პროექტის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის...
21.08.2013 - სწავლა განახლდება 16 სექტემბერს
  ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო სწავლა განახლდება 16 სექტემბერს, მეთორმეტეკლასელთათვის – 2 სექტემბერს.   სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლობის ფასებში შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“, მაღაზია „ლიბრა“ (55ბ პავილიონი). მაღაზია სთავაზობს საკანცელარიო ნივთებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს  10-15% ფასდაკლებას.   იხილეთ სახელმძღვანელოების...
1
2
3
4
5
6
7
8
9
....
Join us on