Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

 

16.07.2013 - ბანაკი „ევრიკა“ - 2013
1 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში სკოლა მასპინძლობდა საზაფხულო ბანაკ „ევრიკის“ მონაწილეებს. ბანაკში მონაწილეობდნენ  რესპუბლიკური კონკურსების „ევრიკა“ და „BE THE BEST “ გამარჯვებული მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში  მოსწავლეებს უტარდებოდათ სახალისო გაკვეთილები, შემეცნებითი ხასიათის  ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ექსკურსიები. ბანაკის დახურვის დღეს მოსწავლეებმა სტუმრებისათვის...
04.07.2013 - IEARN 2013 - კატარი, ქალაქი დოჰა
IEARN (the International Education and Resourse Network) 29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნინო ხუბუნაია, ნათია მეტონიძე, ლუკა ჯანჯღავა, ანა ელიზბარიძე, გიორგი მარგიანი, ირაკლი შამუგია, დავით ცუცქირიძე, ნიკა ნიკოლიშვილი, თეიმურაზ სიმონიშვილი, თემური პეტაშვილი და გიორგი ნარიმანიძე იმყოფებიან კატარში, ქალაქ დოჰაში საერთაშორისო კონფერენციაზე. ჯგუფის ხელმძღვანელები: რუსუდან ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე და ნონა ბოლქვაძე....
14.06.2013 - კონკურსის „ევრიკა" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება შედგება 20 ივნისს, 10 საათზე სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში. წითელი ფერით აღნიშნულია გამსვლელი ქულები III კლასი: დიპლომი - 30 ქულიდან, ბანაკი - 33 ქულიდან IV კლასი:  დიპლომი - 30 ქულიდან, ბანაკი - 35 ქულიდან V...
14.06.2013 - კონკურსის „BE THE BEST" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება შედგება 20 ივნისს, 10 საათზე სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში. წითელი ფერით აღნიშნულია გამსვლელი ქულები III კლასი: დიპლომი - 60 ქულიდან, ბანაკი - 85 ქულიდან IV კლასი:  დიპლომი - 70 ქულიდან, ბანაკი - 90 ქულიდან V...
17.05.2013 - ბოლო ზარი
ჩვენო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას! უბედნიერესები იყავით და ყოველთვის წარმატებით დაგეძლიოთ ცხოვრების ყველა შემოთავაზება! გვიყვარხართ!
02.05.2013 - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
  სააღდგომო არდადეგები:  2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით  
....
2
3
4
5
6
7
8
9
10
....
Join us on