Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

 

22.04.2013 - აცხადებს ლიტერატურულ რესპუბლიკურ კონკურსს
დებულება - ლიტერატურული კონკურსი ჟურნალ "Art-ხომლის", გამომცემლობა “საუნჯის”, ასოციაციის “გზა მომავლისაკენ”, წიგნის მაღაზიათა ქსელის “ლიბრა”, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – GESS (Georgian-English-Spanish School)-ის ერთობლივი პროექტი კონკურსის არსი: ცხადდება რესპუბლიკური ლიტერატურული კონკურსი VIII-XII კლასელთათვის. კონკურსი შედგება ორი, დაუსწრებელი და დასწრებული ტურისაგან,...
08.04.2013 - პოლონეთი - მეცნიერების ფესტივალი E(x)plory
3 აპრილიდან 7 აპრილამდე ჩვენი მოსწავლეები: ვანო შარია, გეგა ლელაშვილი, გიორგი ნიორაძე, გიორგი მელიქიძე, თიკო გამრეკელაშვილი, ნინო ქავთარაძე იმყოფებოდნენ პოლონეთში ახალგაზრდა გამომგონებელთა ტურნირზე. დელეგაციის ხელმძღვანელი რუსუდან ბოლქვაძე. პოლონეთში მიწვეული იყო მხოლოდ უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები. ტურნირის სერიოზულმა სპონსორებმა ყველაფერი გააკეთეს რომ მხოლოდ კონკურენცია კი არა...
02.04.2013 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი - 2013
ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი ჩატარდა თავისუფალ უნივერსიტეტში 30-31 მარტს. ელენე ხარიტონაშვილმა მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრობა,ჯემალ მანჯგალაძე და მიხეილ კიანი დასახელდნენ ნაკრების წევრობის კანდიდატებად,ომარ დოლიძე ტურნირის საუკეთესო ექსპერიმენტატორად. ძალიან გვახარებს თქვენი შრომისმოყვარეობა და წარმატებები.
04.03.2013 - კონკურსი - INTEL - ECO - UKRAINE
23 თებერვლიდან 28 თებერვლამდე სკოლის ნორჩი გამომგონებლები ინყოფებოდნენ უკრაინაში და იღებდნენ მონაწილეობას კონკუსში - INTEL - ECO - UKRAINE. ჯგუფს ხელმძღვანელობდა დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე.  კონკურსში მონაწილეობდნენ: ვანო შარია, გეგა ლელაშვილი, გიორგი ნიორაძე, გიორგი მელიქიძე, ნინო ქავთარაძე, თიკო გამრეკელაშვილი, თემის ხელმძღვანელი გენადი კიანი. 27 თებერვალს იყო დაჯილდოების ცერემონიალი. სასიხარულო და საამაყო...
18.02.2013 - ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გრანადის ენის საერთაშორისო აკადემიასთან
2013 წლის 27 იანვრიდან 14 თებერვლამდე ტრადიციისამებრ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესპანეთში, გრანადის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გრანადის ენის საერთაშორისო აკადემიასთან. სკოლა გახდა სასწავლო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.   პროგრამაში მონაწილეობდნენ: ნინო ბექირიშვილი, მარიამ გაგნიძე, თეკლა დაციმელია, ირაკლი...
10.12.2012 - ლონდონი 2012
ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ისევ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის ენის ცენტრის ორკვირიან სასწავლო პროგრამაში. 2012 წლის 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე სწავლობდნენ ლონდონში და ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში. „ლონდონი 2012“ მონაწილეები არიან: ელენე დარციმელია, დეა აბულაძე, ნინო ჯიჯავაძე, სალომე თავდგირიძე და ნიკა ჯაშიაშვილი. მოსწავლეებმა მიიღეს...
....
3
4
5
6
7
8
9
10
11
....
Join us on