Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
16.11.2011 - სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
 

 

სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს შორის.

თანამშრომლობის ფორმები ძალიან მრავალფეროვანია, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები არამარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებულ მოსწავლეთათვის. მემორანდუმის ფარგლებში უკვე შედგა ერთი საინტერესო ლექცია.

 

ასოციაციის მხრიდან სკოლას სტუმრობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი.

 

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები, გაკეთდა საქართველოს ქიმიის პორტალის www.chemisrty.ge და მისი პარტნიორი ორგანიზაციის www.chemclub.ge ვებ-გვერდების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დაიგეგმა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება როგორც გიმნაზიაში, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეზე, სადაც მოსწავლეები დაესწრებიან უშუალოდ ექსპერიმენტულ (ლაბორატორიულ) სამუშაოებს.

 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან. გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას და იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ ასოციაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ცნობილი მეცნიერების შეხვედრების ლაბორატორიული ექსპერიმენტების ორგანიზებას, სკოლის პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა მომზადებაში სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის და ა.შ.

 

16.11.2011 - სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
  სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის...
15.11.2011 - ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმების ცენტრის მხარდაჭერით სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაიწყო. ჩვენი სკოლა ერთერთია ოთხ საპილოტე სკოლას შორის, სადაც წელს მეორე კლასელებს ჯანსაღი კვების პრინციპებს გააცნობენ. ნესტლეს გლობალური პროგრამის „ჯანმრთელი ბავშვები“ ინიციატივით შემუშავებულ იქნა სახელმძღვანელო როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე...
14.11.2011 - სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვა
სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვის მიზნით შექმნილია  მკვლევარ მასწავლებელთა კლუბი.კლუბის წევრები არიან: ტრენერი მასწავლებლები, რომლებიც ატარებენ სამოდელო გაკვეთილებს, მასტერ კლასებს და ტრენინგებს სკოლის პედაგოგებისთვის. მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას აქტიურად იყენებენ გაკვეთილებზე.
07.09.2011 - გთავაზობთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასების მიხედვით:
07.07.2011 - ბანაკი "ევრიკა"
  რესპუბლიკური კონკურსის „ევრიკას“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ათდღიანი საზაფხულო ბანაკით. 25 ივნისიდან 5 ივლისამდე მოსწავლეებს უტარდებოდათ სახალისო გაკვეთილები საბუნებისმეტყველო საგნებში, მხიარული შეჯიბრებები სპორტულ სახეობებში, მოინახულეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი და თბილისის ბოტანიკური ბაღი.  იხილეთ სლაიდი: სლაიდი მოამზადა VI კლასის მოსწავლემ ლუკა ფანცულაიამ  
20.06.2011 - პატარა არქეოლოგები
VIგ კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“. მოსწავლეებმა თიხის...
....
10
11
12
13
14
15
16
17
18
Join us on