Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
16.11.2011 - სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
 

 

სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს შორის.

თანამშრომლობის ფორმები ძალიან მრავალფეროვანია, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები არამარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებულ მოსწავლეთათვის. მემორანდუმის ფარგლებში უკვე შედგა ერთი საინტერესო ლექცია.

 

ასოციაციის მხრიდან სკოლას სტუმრობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი.

 

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები, გაკეთდა საქართველოს ქიმიის პორტალის www.chemisrty.ge და მისი პარტნიორი ორგანიზაციის www.chemclub.ge ვებ-გვერდების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დაიგეგმა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება როგორც გიმნაზიაში, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეზე, სადაც მოსწავლეები დაესწრებიან უშუალოდ ექსპერიმენტულ (ლაბორატორიულ) სამუშაოებს.

 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან. გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას და იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ ასოციაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ცნობილი მეცნიერების შეხვედრების ლაბორატორიული ექსპერიმენტების ორგანიზებას, სკოლის პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა მომზადებაში სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის და ა.შ.

 

18.04.2011 - AIESEC-ის პროექტი სკოლაში
საერთშორისო ორგანიზაცია AIESEC-სა და ჩვენს სკოლას შორის დაიდო პარტნიორული შეთანხმების ხელშეკრულება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე საერთაშორისო კონკურენტიანი ლიდერების აღზრდა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გამრავალფეროვნება.
14.04.2011 - სასწავლო პროგრამა გრანადაში
2011 წლის ივნისში სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად
12.04.2011 - გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.   შერჩეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები 12 აპრილიდან 16 აპრილამდე საცდელ ტესტირებას რვა საგანში გაივლიან.    
12.04.2011 - ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესია კრაკოვში
2011 წლის 6-10 მაისს სკოლის X კლასის მოსწავლე მალხაზ დარბაიძე მიემგზავრება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მისაღებად
10.04.2011 - საერთაშორისო ფორუმი თურქეთში
სკოლის XI კლასის მოსწავლე ვასილ ხურცილავა 2011 წლის 16-22 მაისს მონაწილეობას იღებს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სტამბულის საერთაშორისო ფორუმში
10.04.2011 - სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს  „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში -  „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში”    მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აქტიურად იყენებენ გაკვეთილის...
....
13
14
15
16
17
18
19
Join us on