სიახლეები
16.11.2011 - სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს შორის.
თანამშრომლობის ფორმები ძალიან მრავალფეროვანია, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები არამარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებულ მოსწავლეთათვის. მემორანდუმის ფარგლებში უკვე შედგა ერთი საინტერესო ლექცია.
ასოციაციის მხრიდან სკოლას სტუმრობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები, გაკეთდა საქართველოს ქიმიის პორტალის www.chemisrty.ge და მისი პარტნიორი ორგანიზაციის www.chemclub.ge ვებ-გვერდების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დაიგეგმა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება როგორც გიმნაზიაში, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეზე, სადაც მოსწავლეები დაესწრებიან უშუალოდ ექსპერიმენტულ (ლაბორატორიულ) სამუშაოებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან. გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას და იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ ასოციაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ცნობილი მეცნიერების შეხვედრების ლაბორატორიული ექსპერიმენტების ორგანიზებას, სკოლის პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა მომზადებაში სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის და ა.შ.
10.11.2012 - "მე მიყვარს ფუტკარი"
საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით კომპანია ,,ტენტორიუმმა“ გამართა კონფერენცია თემაზე ,,მე მიყვარს ფუტკარი“. ჩვენი სკოლა დასახელდა სამ საუკეთესო სკოლას შორის. სკოლას გადაეცა სიგელი და წიგნები. მონაწილეობდნენ დეა ოდიშელიძე, ლიზი სამხარაძე, ბარბარე ქავთარაძე, ანი ჩიხლაძე, ნინი ხუნძაყიშვილი და მარიამ კაცელაშვილი....
18.10.2012 - EVS - Human Rights Caravan
17 ოქტომბერს 12-დან 14 საათამდე სკოლაში იმყოფებოდნენ უცხოელი პედაგოგები. ისინი ჩვენი სკოლის X-Xi კლასელთათვის ატარებდნენ თრენინგს ინგლისურ ენაზე.
„ადამიანთა უფლებების ქარავანი“.
02.10.2012 - ჩვენი სკოლის მოსწავლეები - ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ექსპერიმენტატორები
29 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება,. რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის, ოფიციალურად გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიგი თევზაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ურსულა დოროშევსკამ. ...
28.09.2012 - საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” - 2012
ვულოცავთ ვანო შარიას და გეგა ლელაშვილს საერთაშორისო კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ მოპოვებულ წარმატებას. მათ შექმნეს რობოტი „სალამურა“.
2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. 299-დან 36 ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები შეირჩა და ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა....
03.09.2012 - სწავლა განახლდება 17 სექტემბერს
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გეპატიჟებით 17 სექტემბერს არტ-ჰოლში 1030 საათზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. (მისამართი: ცოტნე დადიანის 26)
იხილეთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2012-2013 სასწავლო წლისთვის
სახელმძღვანელოების შეძენასთან დაკავშირებით იხილეთ ბმული
I-IX კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სასკოლო ფორმა. დიზაინერთან შეხვედრა და ფორმების შეკვეთა...
25.07.2012 - ბრინჯაოს მედლები - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი გერმანიაში
2012 წლის 20-29 ივლისს გერმანიაში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა XXV საერთაშორისო ტურნირი. ტურნირში საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ჩვენი სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.