Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
16.11.2011 - სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
 

 

სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს შორის.

თანამშრომლობის ფორმები ძალიან მრავალფეროვანია, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები არამარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებულ მოსწავლეთათვის. მემორანდუმის ფარგლებში უკვე შედგა ერთი საინტერესო ლექცია.

 

ასოციაციის მხრიდან სკოლას სტუმრობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი.

 

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები, გაკეთდა საქართველოს ქიმიის პორტალის www.chemisrty.ge და მისი პარტნიორი ორგანიზაციის www.chemclub.ge ვებ-გვერდების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დაიგეგმა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება როგორც გიმნაზიაში, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეზე, სადაც მოსწავლეები დაესწრებიან უშუალოდ ექსპერიმენტულ (ლაბორატორიულ) სამუშაოებს.

 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან. გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას და იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ ასოციაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ცნობილი მეცნიერების შეხვედრების ლაბორატორიული ექსპერიმენტების ორგანიზებას, სკოლის პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა მომზადებაში სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის და ა.შ.

 

17.07.2012 - 2012 წლის 15 ივლისი - გადაცემა „ცხოვრება მშვენიერია“
  საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში „ცხოვრება მშვენიერია“ მიწვეულნი იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები. ოლიმპიადა 2012 წლის 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  გახსნეს და მასში 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.   იხილეთ ვიდეო
16.07.2012 - ბანაკი - „ევრიკა“ - 2012 დასრულდა
გლდანი – ნაძალადევის რაიონის გამგეობისა  და სერვანტესის სახელობის გიმნზია ,,აია–ჯესსის“ ორგანიზებით 2 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში სკოლა მასპინძლობდა საზაფხულო ბანაკ „ევრიკის“ სტუმრებს. ბანაკში მონაწილეობდნენ  რესპუბლიკური კონკურსების „ევრიკა“ და „BE THE BEST “ გამარჯვებულები და  თბილისის  #59, #120 და  #69  საჯარო სკოლების მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები და სპეციალური საგანმანათლებლო...
04.06.2012 - კონკურსი „BE THE BEST“ ჩატარდება კვირას, 10 ივნისს
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   კონკურსის „BE THE BEST“ III-IV და V-VI კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1000 საათზე ტესტირება დაიწყება 1030 საათზე კონკურსის „BE THE BEST“ VII-VIII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1230 საათზე ტესტირება დაიწყება 1300 საათზე  
04.06.2012 - კონკურსი „ევრიკა“ ჩატარდება შაბათს, 9 ივნისს
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   კონკურსი „ევრიკის“ III-IV კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1000 საათზე ტესტირება დაიწყება 1030 საათზე კონკურსი „ევრიკის“ V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1230 საათზე ტესტირება დაიწყება 1300 საათზე      
17.05.2012 - მადლობის სიგელი და ფულადი პრემია
  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა. ჩვენი სკოლა წელსაც დაჯილდოებულთა სიაშია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.  
10.05.2012 - გიმნაზია „აია-GESS” წელსაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
  სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა.   პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.   www.naec.ge  
....
5
6
7
8
9
10
11
12
13
....
Join us on