Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
28.11.2011 - პედაგოგი კოლუმბიიდან
 

 

ჩვენი სკოლის მოწვევით სკოლაში უცხოელ მასწავლებლად მუშაობს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანდრია გონსალესი.

ანდრია საუბრობს ორ ენაზე, ინგლისურად და ესპანურად.  ატარებს  ესპანური და ინგლისური ენის გაკვეთილებს და საკლუბო მეცადინეობებს. იგი საკმაოდ დაუახლოვდა ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. აქტიურად მონაწილეობს შემეცნებით ექსკურსიებში. ანდრია აღფრთოვანებულია საქართველოს სილამაზით,  ქართველების სტუმართმოყვარეობით, ჩვენი სკოლის მოსწავლეების აკადემიური შესაძლებლობებითა და მიღწევებით.

 

18.04.2011 - AIESEC-ის პროექტი სკოლაში
საერთშორისო ორგანიზაცია AIESEC-სა და ჩვენს სკოლას შორის დაიდო პარტნიორული შეთანხმების ხელშეკრულება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე საერთაშორისო კონკურენტიანი ლიდერების აღზრდა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გამრავალფეროვნება.
14.04.2011 - სასწავლო პროგრამა გრანადაში
2011 წლის ივნისში სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად
12.04.2011 - გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.   შერჩეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები 12 აპრილიდან 16 აპრილამდე საცდელ ტესტირებას რვა საგანში გაივლიან.    
12.04.2011 - ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესია კრაკოვში
2011 წლის 6-10 მაისს სკოლის X კლასის მოსწავლე მალხაზ დარბაიძე მიემგზავრება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მისაღებად
10.04.2011 - საერთაშორისო ფორუმი თურქეთში
სკოლის XI კლასის მოსწავლე ვასილ ხურცილავა 2011 წლის 16-22 მაისს მონაწილეობას იღებს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სტამბულის საერთაშორისო ფორუმში
10.04.2011 - სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს  „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში -  „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში”    მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აქტიურად იყენებენ გაკვეთილის...
....
13
14
15
16
17
18
19
Join us on