Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
 

VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღითაღიჭურვნენდა ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენგათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.

შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.

მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ..

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიცპროგრამის დასასრულს მათნორჩი არქეოლოგისსერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.

 

 

07.05.2012 - დაიწყო კონკურსში "BE THE BEST" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   ინგლისური ენის "BE THE BEST" კონკურსი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს, მონაწილეთა  აუდირებას. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში III-IV, V-VI და VII-VIII კლასელთათვის. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი...
02.05.2012 - დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ III, IV, V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მოწმდება მოსწავლეთა მომზადება მათემატიკასა და ლოგიკურ აზროვნებაში.მოსწავლე, რომელიც დაიკავებს საპრიზო...
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ...
10.04.2012 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი
8 და 9 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალური შეხვედრა. მონაწილეობდნენ 42-ე საჯარო სკოლისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გუნდები. გუნდის შემადგენლობა: ჯემალ მანჯგალაძე, მარი გიგაური, ალექსანდრა გაზაშვილი, ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე. ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე ივლისში გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე...
02.04.2012 - IYIPO 2012 - ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI ოლიმპიადა
1 აპრილს ქალბატონ გიული ალასანიას პატრონაჟით ჩატარდა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური. 60 საუკეთესო პროექტს შორის ჩვენი მოსწავლეების ელენე ხარიტონაშვილისა და მარიამ ზედგინიძის გამოგონებამ „ოზონის ვიზუალური დოზიმეტრი“ I ადგილი მოიპოვა და წარგზავნილნი არიან საერთაშორისო  ოლიმპიადაზე, რომელიც გაიმართება 27-29 აპრილს.
28.03.2012 - საინტერესო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჩვენი მოსწავლეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტს. ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა დავით მიქელაძემ ჩაუტარათ სემინარი თანამედროვე ბიოლოგიისა და მედიცინის ყველაზე აქტუალურ თემებზე, როგორიცაა თანამედროვე შეხედულებები ონკოლოგიურ პროცესებზე, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება ორგანიზმზე და მიტოქონდრიების როლი სხვადასხვა დაავადებების განვითარებაში. ილიას...
....
6
7
8
9
10
11
12
13
14
....
Join us on