Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
 

VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღითაღიჭურვნენდა ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენგათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.

შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.

მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ..

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიცპროგრამის დასასრულს მათნორჩი არქეოლოგისსერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.

 

 

26.03.2012 - საგანმანათლებლო ორგანიზაცია დიდაქტიკის ოლიმპიადა
18 მარტს საგანმანათლებლო ორგანიზაცია "დიდქტიკის" მიერ ორგანიზებულ კონკურსებში ქართულ ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ინგლისური ენის საგნობრივ ჯგუფებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ნათია კობახიძემ, ნათია მეტონიძემ და დავით ცუცქირიძემ გამარჯვება მოიპოვეს. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
21.03.2012 - სასწავლო გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში
13 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით ვიმყოფებოდით ქ, ბაქოში ზარიფა ალიევას სახელობის უმაღლეს სკოლაში. სკოლა ბაქოში გამოირჩევა შესანიშნავი ინფრასტრუქტურით, პროფესიონალი კადრებით და საერთაშორისო პროექტებით. პროგრამა, რომელიც მასპინძლებმა შემოგვთავაზეს საინტერესო და სახალისო იყო. მოვიხიბლეთ სკოლის დირექტორის ქალბატონ მაჰაბეტ ვალიევას და მასპინძლების მზრუნველი და თბილი დამოკიდებულებით. მადლობას ვუხდით ორივე...
15.03.2012 - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის გამარჯვებულები
ჩვენი სკოლის 29 მოსწავლემ წარმატებით გადალახა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული 2012 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტური.   ვულოცავთ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.    მოსწავლის სახელი, გვარი           კლასი        საგანი მარიკა ტყეშელაშვილი 11 ქართული ენა და ლიტერატურა ვახტანგ კონტრიძე 7 მათემატიკა მარი...
05.03.2012 - მე-9 სასწავლო-შემეცნებითი კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება
  6 თებერვლიდან 4 მარტამდე სკოლაში მიმდინარეობდა მე-9 სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია. მუშაობდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სექცია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია და უცხო ენათა სექცია. 4 მარტს შედგა კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება თანამედროვე ხელოვნების თეატრში.   
24.02.2012 - "ოკუპაციის კვირეული” სკოლაში
  "ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ჩვენი სკოლის უფროსკლასელებმა ნახეს ფილმი საბჭოთა ისტორიის შესახებ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები  ”წითელი ყაყაჩოს“ აქციაშიც ჩაერთნენ.   მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღეს რუსულ აგრესიაზე  და  გაითავისეს ის ტკივილი, რასაც  ოკუპაცია ჰქვია.    
05.02.2012 - ღია გაკვეთილი ფიზიკის ლაბორატორიაში
IX, X და XI კლასის ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეები იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლის ფიზიკის ლაბორატორიაში. პროფესორ იური ბაღათურიამ ჩაატარა საინტერესო ლექცია და ექსპერიმენტები. მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია, რისთვისაც მას უღრმესს მადლობას ვუხდით.
....
7
8
9
10
11
12
13
14
15
....
Join us on