სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
28.11.2011 - პედაგოგი კოლუმბიიდან
ჩვენი სკოლის მოწვევით სკოლაში უცხოელ მასწავლებლად მუშაობს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანდრია გონსალესი.
ანდრია საუბრობს ორ ენაზე, ინგლისურად და ესპანურად. ატარებს ესპანური და ინგლისური ენის გაკვეთილებს და საკლუბო მეცადინეობებს. იგი საკმაოდ დაუახლოვდა ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. აქტიურად მონაწილეობს შემეცნებით ექსკურსიებში. ანდრია აღფრთოვანებულია...
21.11.2011 - სასწავლო-გაცვლითი პროგრამა ესპანეთში
2011 წლის 19 ნოემბერს სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად.
18.11.2011 - მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური თეატრალური ფესტივალი
2011 წლის 14, 15 და 16 ნოემბერს სიღნაღის კულტურისა და ხელოვნების სახლში გაიმართა მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური თეატრალური ფესტივალი, სადაც მიწვეული იყო ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლეები, ინგლისურენოვანი სპექტაკლით „პინოქიო“.
პატარა მსახიობებმა მაყურებელთა და ჟიურის წევრთა დიდი სიმპათია დაიმსახურეს და ჯილდოებიც მოიპოვეს.
17.11.2011 - მასწავლებელთა სახლი ჩვენი სახლია
ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვის მასწავლებელთა სახლი პროფესიული განვითარების კერა გახდა. სკოლის პედაგოგები ესწრებიან სხვადასვა ტრენინგებს და აქტიურად ნერგავენ კვალიფიცირებული ტრენერების მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს სასწავლო პრაქტიკაში.
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე...
16.11.2011 - შემეცნებითი ექსკურსიები
შემეცნებითი ექსკურსია მე-6 კლასელთათვის ჩატარდა შემდეგი მარშუტით: იყალთო, ალავერდი, გრემი. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის პედაგოგი მარინა ხარიტონაშვილი. ექსკურსიის მიზანი იყო: საქართველოს ღირშესანიშნაობების გაცნობა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის გააზრება. საჭირო უნარჩვევების შეძენა-განვითარება. მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული დავალებების...