სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
16.06.2011 - BE THE BEST - 2011 კონკურსის შედეგები:
გამარჯვებული მოსწავლეების ქულები წითელი ფერით არის აღნიშნული.
ტესტი 100 ქულიანია
III - კლასი - 50 ქულიდან
IV - კლასი - 65 ქულიდან
V - კლასი - 50 ქულიდან
VI - კლასი - 65 ქულიდან
VII - კლასი - 50 ქულიდან
VIII - კლასი - 65 ქულიდან
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.
კონკუსის შედეგების გაცნობა და გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება კვირას, 19 ივნისს 12 საათზე შემდეგ მისამართზე:...
15.06.2011 - "ევრიკა" - 2011 კონკურსის შედეგები
გამარჯვებული მოსწავლეების ქულები წითელი ფერით არის აღნიშნული.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.
კონკუსის შედეგების გაცნობა და გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება კვირას, 19 ივნისს 12 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია "მოდინახე" (ტელევიზიის პირდაპირ).
იხილეთ ბმული:
06.06.2011 - კონკურსი - „საუკეთესო პატარა მთარგმნელი“ ჩატარდება 18 ივნისს
კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე
ტესტირება დაიწყება 11 საათზე
მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ცნობა სკოლიდან
დასაშვებია ლექსიკონების გამოყენება
06.06.2011 - კონკურსი "ევრიკა" ჩატარდება 12 ივნისს
კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე
ტესტირება დაიწყება 11 საათზე
მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ცნობა სკოლიდან
06.06.2011 - ინგლისური ენის კონკურსი "BE THE BEST" ჩატარდება 11 ივნისს
კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე
ტესტირება დაიწყება 11 საათზე
მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ცნობა სკოლიდან
25.05.2011 - გიმნაზია „აია-GESS” 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3...