Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
 

VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღითაღიჭურვნენდა ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენგათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.

შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.

მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ..

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიცპროგრამის დასასრულს მათნორჩი არქეოლოგისსერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.

 

 

18.04.2011 - AIESEC-ის პროექტი სკოლაში
საერთშორისო ორგანიზაცია AIESEC-სა და ჩვენს სკოლას შორის დაიდო პარტნიორული შეთანხმების ხელშეკრულება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე საერთაშორისო კონკურენტიანი ლიდერების აღზრდა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გამრავალფეროვნება.
14.04.2011 - სასწავლო პროგრამა გრანადაში
2011 წლის ივნისში სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად
12.04.2011 - გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.   შერჩეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები 12 აპრილიდან 16 აპრილამდე საცდელ ტესტირებას რვა საგანში გაივლიან.    
12.04.2011 - ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესია კრაკოვში
2011 წლის 6-10 მაისს სკოლის X კლასის მოსწავლე მალხაზ დარბაიძე მიემგზავრება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მისაღებად
10.04.2011 - საერთაშორისო ფორუმი თურქეთში
სკოლის XI კლასის მოსწავლე ვასილ ხურცილავა 2011 წლის 16-22 მაისს მონაწილეობას იღებს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სტამბულის საერთაშორისო ფორუმში
10.04.2011 - სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს  „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში -  „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში”    მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აქტიურად იყენებენ გაკვეთილის...
....
13
14
15
16
17
18
19
Join us on