სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
06.04.2011 - შეხვედრა კომპოზიტორთან
მოეწყო შეხვედრა კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილთან. გაიმართა კონცერტი მისი სიმღერების შესრულებით, შემდეგ მოუსმინეს კომპოზიტორს.ბატონმა ვაჟამ დიპლომები და საჩუქრები გადასცა სკოლის ინტელექტუალებს.
15.03.2011 - ინტელექტუალური თამაშები
ტელეპროექტ "ეტალონისა" და ჟურნალ "ჯუნიორის" თანადგომით 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით სკოლაში მიმდინარეობდა ინტელექტუალური თამაშები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
ინტელექტუალური თამაშის პირველი ადგილის მფლობელები მთელი წლის განმავლობაში სკოლის ინტელექტუალის წოდებას ატარებენ.
ინტელექტუალების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
ვრცლად...
04.03.2011 - დაიწყო რეგისტრაცია ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალური ტურნირისთვის
2011 წლის 21-26 ივნისს ჩატარდება ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ეკო-ტურნირზე, რომელიც შედგება 2011 წლის სექტემბერში. კონკურსის განმხორციელებელი ორგანიზაციებია: • სკოლა-ლიცეუმი „აია _ GESS“ • ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი გთხოვთ, შეავსოთ და გამოგზავნოთ...
20.02.2011 - ჯანსაღი სკოლების ევროპული ქსელის ტრენინგები
საქართველოს პირველი ლედის - სანდრა რულოვსის პატრონაჟით ხორციელდება ჯანსაღი სკოლის ევროპული ქსელის საერთაშორისო პროექტი. პროექტისთვის საპილოტედ შეირჩა თავდაპირველად საქართველოს 4 სკოლა, მათ შორის იყო "აია-GESS". 2010 წლის 5-6 სექტემბერს ლიკანში გაიმართა ამ სკოლების პირველი სამუშაო შეხვედრა. ტრენინგებისთვის მოწვეული იყვნენ ტრენერები ჰოლანდიიდან და შოტლანდიიდან.
სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 17-18 თებერვალს...
12.12.2010 - ეტალონი
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმატებულ მონაწილეობას გადაცემაში "ეტალონი".
27.07.2010 - კანადა 2010
2010 წლის ივლისში კანადაში, ქალაქ ბარში ჩატარდა XIV საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი და XVII საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნანა ხარაბაძემ, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, ნინო ფუხაურმა და მარიკა ტყეშელაშვილმა წარადგინეს შემდეგი თემები: "ქართული ხალხური სამღერები”, “ქართული ხალხური ინსტრუმენტები”, "ნორჩ ეკოლოგთა საერთაშორისო ტურნირი" და “IEARN-ის პროექტები ჩვენს...