სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
28.06.2010 - ეკო-ტურნირი
2010 წლის 21 ივნისიდან - 26 ივნისამდე სკოლა-ლიცეუმი მასპინძლობდა საერთაშორისო ნორჩ ეკოლოგთა ტურნირს.
03.05.2010 - ლონდონი 2010
2010 წლის აპრილში სკოლის XI კლასელები და კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" გამარჯვებული - სალომე გავაშელიშვილი იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო ენის ცენტრში და მიიღეს Advance დონის სერთიფიკატები.
10.02.2010 - შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან
ჩვენს სკოლაში ხშირად იმართება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა ყველასათვის საინტერესო და ცნობად სახესთან, დათო ტურაშვილთან. შეხვედრაზე ჟურნალისტთა სტუდიის წარმომადგენლებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს მწერალს და ამომწურავი პასუხიც მიიღეს. ზოგიერთი ჩვენი სკოლის მოსწავლე თარგმნის ესპანელი და ინგლისელი მწერლების ნაწარმოებებს და მიიღეს...
05.12.2009 - საუკეთესო პატარა მთარგმნელი
რესპუბლიკური კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" ესპანური ენის სექციის 2009 წლის გამარჯვებულები ნოემბრის თვეში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, თათული ჯაფოშვილმა და ნინო პაპუნაშვილმა აიღეს მაღალი დონის სერთიფიკატები. სასწავლო ცენტრსა და სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდგომ...