სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
28.01.2015 - ლონდონი - 2015
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ორკვირიანი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის ენის ცენტრში 2015 წლის 11 იანვრიდან 25 იანვრამდე. სწავლობდნენ ლონდონში და ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში. „ლონდონი 2015" მონაწილეები არიან: ნინო ჭუმბურიძე, მარიამ გაგნიძე, თეკლა დარციმელია, ნინო ბექირიშვილი და გიორგი დარციმელია. ჯგუფს ხელმძღვანელობდა რუსუდან ბოლქვაძე....
28.12.2014 - გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ, რომ შემდეგი წელი ყოფილიყოს მეტი წარმატებისა და წინსვლის მომტანი სკოლის თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის.
საშობაო არდადეგები: 29 დეკემბრიდან 15 იანვრამდე.
08.12.2014 - „ლეონარდო და ვინჩი 2014“
6 ნოემბერს გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2014“ ფინალში წარმოდგენილ 26 ნამუშევარს შორის 7 საუკეთესო პროექტთა შორის AIA-GESS-ის პროექტი გამოგონება „ელექტრონული ინკუბატორი“ დასახელდა და პრიზი - ACER-ის ფირმის ნეთბუქი გადაეცათ. პროექტის მონაწილეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის...
13.11.2014 - წარმატება რესპუბლიკურ ტურნირებში
2 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ფიზიკის რესპუბლიკური ტურნირი, 8 ნოემბერს ბიოლოგიის რესპუბლიკური ტურნირი.
მოსწავლეთა ტურნირები ფიზიკასა და ბიოლოგიაში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა შეჯიბრია, სადაც ისინი სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ავლენენ კვლევით უნარ-ჩვევებს, რაც გამოიხატება: შესაბამისი თეორიის დამუშავებაში, ექსპერიმენტის დაგეგმვასა და...
04.11.2014 - ინტელექტუალური თამაში თემაზე „ჩემი ქალაქი“
2014 წლის 1 ნოემბერს ტრადიციულად ჩატარდა პირველკლასელებს შორის ინტელექტუალური თამაში თემაზე „ჩემი ქალაქი“. მათ მოინახულეს ქალაქის ღირშესანიშნაობები. კონკრსზე რვავე გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. მონდომებისა და შრომისათვის ისინი დასაჩუქრდნენ სამახსოვრო დიპლომებით.
06.10.2014 - სამეცნიერო პიკნიკი - 2014
4 ოქტომბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით და ქალაქ თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი. სპონსორები იყვნენ გერმანიისა და პოლონეთის საელჩოები, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, მედია პარტნიორი - რუსთავი 2, myvideo.ge ეს იყო ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდა. სამეცნიერო პიკნიკი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მეცნიერების...