სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
15.09.2014 - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ძვირფასო AIA-GESS-ელებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სიხარულით და წარმატებებით სავსე ყოფილიყოს თითოეული დღე თქვენთვის!განსაკუთრებით ვლოცავთ პირველ და მეთორმეტე კლასელებს, ისინი ცხოვრების საინტერესო და რთული გამოწვევების წინაშე დგანან.ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს!
25.08.2014 - AIA-GESS-ის კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ! სტუდენტობაც ისეთივე საინტერესო და ნაყოფიერი გქონოდეთ,
როგორც სკოლაში გატარებული დღეები.
თეიმურაზ საღინაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
არქიტექტურა
გრანტი 100%
ელენე დარციმელია
თბილისის სამხატვრო აკადემია
გრანტი 100%
მიხეილ კიანი
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფიზიკა
გრანტი 100%
გიორგი...
24.06.2014 - კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატი - PET
გილოცავთ! კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატი (LEVEL B1)
მოიპოვა IX-X კლასის ყველა მონაწილემ,
ვინც 2014 წლის მაისში ჩააბარა გამოცდა.
PASS WITH MERIT - მოიპოვა:
თამარ ანდრიაშვილი, ვახტანგ კონტრიძე, ანა ელიზბარიძე, ირაკლი ხარაბაძე,
ირაკლი ჭიღლაძე, ალექსანდრე შუბითიძე, ალექსანდრე ბეგიაშვილიგიორგი მარგიანი, გეგა ლელაშვილი
PASS - მოიპოვა:
ბექა გურჩიანი, ქეთევან კაცელაშვილი, ნიკა გოზალიშვილი, ნორა...
14.06.2014 - კონკურსის „BE THE BEST" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და ბანაკის გახსნა შედგება 23 ივნისს, 10 საათზე
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში.
III-VI კლასის მოსწავლეები, რომელთა ქულები აღნიშნულია წითელი ფერით დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკით.
VII-X კლასის...
14.06.2014 - კონკურსის „ევრიკა" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და ბანაკის გახსნა შედგება 23 ივნისს, 10 საათზე
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში.
III-VI კლასის მოსწავლეები, რომელთა ქულები აღნიშნულია წითელი ფერით დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკით.
VII-VIII კლასის...
20.05.2014 - XII კლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ჩვენო XII კლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას! უბედნიერესი,ულამაზესი და წარმატებული ცხოვრება გქონდეთ მუდამ! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეეთ! ძალიან გვიყვარხართ!