სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
13.05.2014 - დაიწყო კონკურსში "BE THE BEST" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
ინგლისური ენის "BE THE BEST" კონკურსი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს, მონაწილეთა აუდირებას. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში III-IV, V-VI, VII-VIII და IX-X კლასელთათვის. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი...
13.05.2014 - დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მოწმდება მოსწავლეთა მომზადება მათემატიკასა და ლოგიკურ აზროვნებაში.მოსწავლე, რომელიც დაიკავებს...
10.03.2014 - ლონდონი - 2014
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ორკვირიანი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის ენის ცენტრში 2014 წლის 15 თებერვლიდან 3 მარტამდე. სწავლობდნენ ლონდონში და ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში. „ლონდონი 2014“ მონაწილეები არიან: გიორგი ციმინტია, ნათია კელაპტრიშვილი, მალვინა ბოკუჩავა, არჩილ ბექირიშვილი, დავით თუთბერიძე, ლევან მინდელი, მედეა კოპაძე და ნიკა...
12.02.2014 - USAIYPT - 2014 ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი კალიფორნიაში
2014 წლის 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე სერვანტესის სახელობის გომნაზია აია-ჯესს-ის 21 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკაში. მათ მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ჩატარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში ამერიკის უმალეს სკოლაში-Harker School. 7 რაუნდიანი ტურნირის შემდეგ გუნდი საქართველოდან - სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ძირითადად...
30.12.2013 - კარნავალი 2014 - ,,წარმოგიდგენთ მსოფლიოს“
2013 წლის 26-27 დეკემბერს სკოლაში განხორციელდა პროექტი ,,წარმოგიდგენთ მსოფლიოს“. პროექტის მიზანია კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერა, ტოლერანტი მოქალაქეების აღზრდა. 12 გუნდიდან თითოეული წარმოადგენდა რომელიმე ქვეყანას. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია და წარმოადგინეს სახალისო და საინტერესო სახით. ღონისძიებას კარნავალის სახე ჰქონდა. გუნდებს აფასებდა...
24.12.2013 - “ბავშვები ბავშვებისთვის“
“ბავშვები ბავშვებისთვის“- პროექტის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები სტუმრად ეწვიენ საქველმოქმედო ფონდ - „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელებს. VII კლასელებმა სახალისო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილები ჩაუტარეს პატარებს, თემა - „მსოფლიოს შვიდი საოცრება“, ერთობლივად განიხილეს ზრდილობისა და ქცევის სიტუაციური ნორმები საზოგადოებრივ ადგილებში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს გულისხმიერებისთვის....