სიახლეები
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
შემეცნებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ეკა სირბილაძე და ნათია კახნიაშვილი.
მოსწავლეებმა თიხის ნივთების აღდგენაში თავად მიიღეს მონაწილეობა. მართალია მათ ადგილზე ვერ ჩაატარეს ქიმიური და ფიზიკური ანალიზი, მაგრამ გაიგეს ასეთი კვლევის არსებობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, შეიტყვეს როგორ ეხმარება არქეოლოგს ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს თვით გათხრები და ა.შ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის სახელმწიფო მუზეუმიც. პროგრამის დასასრულს მათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცათ.
17.07.2012 - 2012 წლის 15 ივლისი - გადაცემა „ცხოვრება მშვენიერია“
საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში „ცხოვრება მშვენიერია“ მიწვეულნი იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები.
ოლიმპიადა 2012 წლის 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს და მასში 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ვიდეო
16.07.2012 - ბანაკი - „ევრიკა“ - 2012 დასრულდა
გლდანი – ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და სერვანტესის სახელობის გიმნზია ,,აია–ჯესსის“ ორგანიზებით 2 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში სკოლა მასპინძლობდა საზაფხულო ბანაკ „ევრიკის“ სტუმრებს.
ბანაკში მონაწილეობდნენ რესპუბლიკური კონკურსების „ევრიკა“ და „BE THE BEST “ გამარჯვებულები და თბილისის #59, #120 და #69 საჯარო სკოლების მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები და სპეციალური საგანმანათლებლო...
04.06.2012 - კონკურსი „BE THE BEST“ ჩატარდება კვირას, 10 ივნისს
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსის „BE THE BEST“ III-IV და V-VI კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1000 საათზე
ტესტირება დაიწყება 1030 საათზე
კონკურსის „BE THE BEST“ VII-VIII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1230 საათზე
ტესტირება დაიწყება 1300 საათზე
04.06.2012 - კონკურსი „ევრიკა“ ჩატარდება შაბათს, 9 ივნისს
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსი „ევრიკის“ III-IV კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1000 საათზე
ტესტირება დაიწყება 1030 საათზე
კონკურსი „ევრიკის“ V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1230 საათზე
ტესტირება დაიწყება 1300 საათზე
17.05.2012 - მადლობის სიგელი და ფულადი პრემია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა. ჩვენი სკოლა წელსაც დაჯილდოებულთა სიაშია.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
10.05.2012 - გიმნაზია „აია-GESS” წელსაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.
www.naec.ge