Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
 

 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

 

17.08.2015 - სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2015-2016 სასწავლო წლისთვის
გთავაზობთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს 2015-2016 სასწავლო წლისთვის
16.08.2015 - სკოლის ფორმა:
  ძვირფასო AIA-GESS-ელებო! 2015-2016 სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს. წარმატებული და სიხარულით სავსე ყოფილიყოს თითოეული დღე თქვენთვის!   მშობელთა საყურადღებოდ! მომავალი სასწავლო წლიდან ყველა მოსწავლეს ევალება ფორმით სიარული, გთხოვთ გაითვალისწინოთ. ფორმების თაობაზე მიაკითხეთ კომპანიას შემდეგ მისამართზე: მთაწმინდის შესახვევი #9 (ფუნიკულიორის ასასვლელი, ჭონქაძის #29-დან კიბეებით ჩასასვლელი) ტელ: 558 55 55 54. მოდელები...
07.05.2015 - FCI - 2015
სერვანტესის სახელობის გიმნაზიის აია-ჯესსის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოების ორგანიზებულ გამოცდებს და ღებულობენ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატებს.     2015 წლის მარტის სესიაზე FIRST CERTIFICATE IN ENGLISH გამოცდა ჩააბარეს და სერთიფიკატი მიიღეს: თინათინ ჩიტიშვილმა, გურამ ციმინტიამ, გურამ ჩუბინიძემ, გიორგი გიგაურმა, მარიამ გაგნიძემ, თამარ...
27.04.2015 - ICYS - 2015
19-25 აპრილს იზმირში ჩატარდა კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ გაგნიძემ და თეკლა დარციმელიამ, ხელმძღვანელი დარეჯან ლორთქიფანიძე.საუკეთესოდ ორგანიზებულმა კონფერენციამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
17.03.2015 - Chain Reaction - ნომინაცია "საუკეთესო პროექტი"
14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია. პროექტზე - "თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება" მუშაობდნენ: ნორა მულაძე, თათია ანდრიაშვილი, მარიამ გაგნიძე, თეკლე დარციმელია, თეა გამრეკელაშვილი, რატი აბულაძე.პროექტი "მწვანე გათბობა" მოამზადეს მოსწავლეებმა: თამარ ჭვრიტიძე, სოფია ვადაჭკორია, სოფიკო თოთლაძე, ნინი გვენეტაძე, ბახვა ერისთავი, გიორგი...
11.02.2015 - პატრიარქის დალოცვა
2015 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
1
2
3
4
5
....
Join us on