სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
07.05.2012 - დაიწყო კონკურსში "BE THE BEST" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
ინგლისური ენის "BE THE BEST" კონკურსი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს, მონაწილეთა აუდირებას. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში III-IV, V-VI და VII-VIII კლასელთათვის. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი...
02.05.2012 - დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ III, IV, V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მოწმდება მოსწავლეთა მომზადება მათემატიკასა და ლოგიკურ აზროვნებაში.მოსწავლე, რომელიც დაიკავებს საპრიზო...
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ...
10.04.2012 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი
8 და 9 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალური შეხვედრა. მონაწილეობდნენ 42-ე საჯარო სკოლისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გუნდები. გუნდის შემადგენლობა: ჯემალ მანჯგალაძე, მარი გიგაური, ალექსანდრა გაზაშვილი, ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე.
ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე ივლისში გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე...
02.04.2012 - IYIPO 2012 - ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI ოლიმპიადა
1 აპრილს ქალბატონ გიული ალასანიას პატრონაჟით ჩატარდა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური. 60 საუკეთესო პროექტს შორის ჩვენი მოსწავლეების ელენე ხარიტონაშვილისა და მარიამ ზედგინიძის გამოგონებამ „ოზონის ვიზუალური დოზიმეტრი“ I ადგილი მოიპოვა და წარგზავნილნი არიან საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც გაიმართება 27-29 აპრილს.
28.03.2012 - საინტერესო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჩვენი მოსწავლეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტს. ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა დავით მიქელაძემ ჩაუტარათ სემინარი თანამედროვე ბიოლოგიისა და მედიცინის ყველაზე აქტუალურ თემებზე, როგორიცაა თანამედროვე შეხედულებები ონკოლოგიურ პროცესებზე, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება ორგანიზმზე და მიტოქონდრიების როლი სხვადასხვა დაავადებების განვითარებაში. ილიას...