Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
 

 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

 

28.11.2011 - პედაგოგი კოლუმბიიდან
  ჩვენი სკოლის მოწვევით სკოლაში უცხოელ მასწავლებლად მუშაობს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანდრია გონსალესი. ანდრია საუბრობს ორ ენაზე, ინგლისურად და ესპანურად.  ატარებს  ესპანური და ინგლისური ენის გაკვეთილებს და საკლუბო მეცადინეობებს. იგი საკმაოდ დაუახლოვდა ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. აქტიურად მონაწილეობს შემეცნებით ექსკურსიებში. ანდრია აღფრთოვანებულია...
21.11.2011 - სასწავლო-გაცვლითი პროგრამა ესპანეთში
2011 წლის 19 ნოემბერს სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად. 
18.11.2011 - მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური თეატრალური ფესტივალი
  2011 წლის 14, 15 და 16 ნოემბერს სიღნაღის კულტურისა და ხელოვნების სახლში გაიმართა მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური თეატრალური ფესტივალი, სადაც მიწვეული იყო ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლეები, ინგლისურენოვანი სპექტაკლით „პინოქიო“.   პატარა მსახიობებმა მაყურებელთა და ჟიურის წევრთა დიდი სიმპათია დაიმსახურეს და ჯილდოებიც მოიპოვეს.   
17.11.2011 - მასწავლებელთა სახლი ჩვენი სახლია
ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვის მასწავლებელთა სახლი პროფესიული განვითარების კერა გახდა. სკოლის პედაგოგები ესწრებიან სხვადასვა ტრენინგებს და აქტიურად ნერგავენ კვალიფიცირებული ტრენერების მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს სასწავლო პრაქტიკაში.
17.11.2011 - ღია გაკვეთილი მეცნიერებთან
VI კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მეცნიერებთან მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე...
16.11.2011 - შემეცნებითი ექსკურსიები
შემეცნებითი ექსკურსია მე-6 კლასელთათვის ჩატარდა შემდეგი მარშუტით: იყალთო, ალავერდი, გრემი. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის პედაგოგი მარინა ხარიტონაშვილი. ექსკურსიის მიზანი იყო: საქართველოს ღირშესანიშნაობების გაცნობა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის გააზრება. საჭირო უნარჩვევების შეძენა-განვითარება. მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული დავალებების...
....
9
10
11
12
13
14
15
16
17
....
Join us on