სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
25.05.2011 - ნორჩ ეკოლოგთა რესპუბლიკური ტურნირი
ნორჩ ეკოლოგთა რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება 29 ივნისს
შეირჩა ეკო-ტურნირში მონაწილე სკოლები:
თბილისის 84-ე საჯარო სკოლა
ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა
თბილისის 98-ე საჯარო სკოლა
საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლა
ზესტაფონის დამოუკიდებელი სკოლა "ანაბასისი"
თბილისის 64-ე საჯარო სკოლა
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა
დუშეთი, პავლეურის საჯარო სკოლა
სკოლა-ლიცეუმი "აია-GESS"
ტურნირი დაიწყება 10 საათზე
29.04.2011 - კონკურსი - „საუკეთესო მთარგმნელი“
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ" და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE
ერთობლივი პროექტი
კონკურსში მონაწილეებს შესასრულებელი ექნებათ მცირე ზომის ნაწარმოების თარგმანი უცხო ენებიდან ქართულ ენაზე ლექსიკონის დახმარებით. კონკურსში მუშაობს ინგლისური, რუსული და ესპანური ენის სექციები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XI კლასის მოსწავლეებს.
კონკურსში გამარჯვებული...
29.04.2011 - კონკურსი "ევრიკა"
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ" და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE
ერთობლივი პროექტი
დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ III, IV, V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მოწმდება მოსწავლეთა მომზადება მათემატიკასა და ლოგიკურ აზროვნებაში.მოსწავლე, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილებს დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებითა და...
29.04.2011 - ინგლისური ენის კონკურსი "BE THE BEST"
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ" და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE
ერთობლივი პროექტი
დაიწყო ინგლისური ენის კონკურსში "BE THE BEST" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს, მონაწილეთა აუდირებას. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში III-IV, V-VI და VII-VIII კლასელთათვის. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით, ლონდონის...
27.04.2011 - UNESCO-ს საერთაშორისო კონფერენცია ბუენოს-აირესში
სკოლა მიწვეულია UNESCO-ს მეთორმეტე სამოდელო კონფერენციაზე ბუენოს-აირესში. კონფერეციის სამუშაო ენაა ესპანური
19.04.2011 - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სააღდგომო არდადეგები:
21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით