Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
 

 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

 

18.04.2011 - AIESEC-ის პროექტი სკოლაში
საერთშორისო ორგანიზაცია AIESEC-სა და ჩვენს სკოლას შორის დაიდო პარტნიორული შეთანხმების ხელშეკრულება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე საერთაშორისო კონკურენტიანი ლიდერების აღზრდა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გამრავალფეროვნება.
14.04.2011 - სასწავლო პროგრამა გრანადაში
2011 წლის ივნისში სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად
12.04.2011 - გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.   შერჩეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები 12 აპრილიდან 16 აპრილამდე საცდელ ტესტირებას რვა საგანში გაივლიან.    
12.04.2011 - ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესია კრაკოვში
2011 წლის 6-10 მაისს სკოლის X კლასის მოსწავლე მალხაზ დარბაიძე მიემგზავრება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მისაღებად
10.04.2011 - საერთაშორისო ფორუმი თურქეთში
სკოლის XI კლასის მოსწავლე ვასილ ხურცილავა 2011 წლის 16-22 მაისს მონაწილეობას იღებს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სტამბულის საერთაშორისო ფორუმში
10.04.2011 - სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს  „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში -  „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში”    მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აქტიურად იყენებენ გაკვეთილის...
....
13
14
15
16
17
18
19
Join us on