სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
28.06.2010 - ეკო-ტურნირი
2010 წლის 21 ივნისიდან - 26 ივნისამდე სკოლა-ლიცეუმი მასპინძლობდა საერთაშორისო ნორჩ ეკოლოგთა ტურნირს.
03.05.2010 - ლონდონი 2010
2010 წლის აპრილში სკოლის XI კლასელები და კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" გამარჯვებული - სალომე გავაშელიშვილი იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო ენის ცენტრში და მიიღეს Advance დონის სერთიფიკატები.
10.02.2010 - შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან
ჩვენს სკოლაში ხშირად იმართება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა ყველასათვის საინტერესო და ცნობად სახესთან, დათო ტურაშვილთან. შეხვედრაზე ჟურნალისტთა სტუდიის წარმომადგენლებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს მწერალს და ამომწურავი პასუხიც მიიღეს. ზოგიერთი ჩვენი სკოლის მოსწავლე თარგმნის ესპანელი და ინგლისელი მწერლების ნაწარმოებებს და მიიღეს...
05.12.2009 - საუკეთესო პატარა მთარგმნელი
რესპუბლიკური კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" ესპანური ენის სექციის 2009 წლის გამარჯვებულები ნოემბრის თვეში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, თათული ჯაფოშვილმა და ნინო პაპუნაშვილმა აიღეს მაღალი დონის სერთიფიკატები. სასწავლო ცენტრსა და სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდგომ...