Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
 

 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

 

13.05.2014 - დაიწყო კონკურსში "BE THE BEST" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   ინგლისური ენის "BE THE BEST" კონკურსი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს, მონაწილეთა  აუდირებას. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში III-IV, V-VI, VII-VIII და IX-X კლასელთათვის. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი...
13.05.2014 - დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"  და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მოწმდება მოსწავლეთა მომზადება მათემატიკასა და ლოგიკურ აზროვნებაში.მოსწავლე, რომელიც დაიკავებს...
10.03.2014 - ლონდონი - 2014
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ორკვირიანი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის ენის ცენტრში 2014 წლის 15 თებერვლიდან 3 მარტამდე. სწავლობდნენ ლონდონში და ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში. „ლონდონი 2014“ მონაწილეები არიან: გიორგი ციმინტია, ნათია კელაპტრიშვილი, მალვინა ბოკუჩავა, არჩილ ბექირიშვილი, დავით თუთბერიძე, ლევან მინდელი, მედეა კოპაძე და ნიკა...
12.02.2014 - USAIYPT - 2014 ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი კალიფორნიაში
2014  წლის 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე  სერვანტესის სახელობის გომნაზია აია-ჯესს-ის 21 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკაში.  მათ მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში.  ტურნირი ჩატარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში  ამერიკის უმალეს სკოლაში-Harker School.  7 რაუნდიანი ტურნირის შემდეგ  გუნდი საქართველოდან - სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ძირითადად...
30.12.2013 - კარნავალი 2014 - ,,წარმოგიდგენთ მსოფლიოს“
2013 წლის 26-27 დეკემბერს სკოლაში  განხორციელდა პროექტი ,,წარმოგიდგენთ მსოფლიოს“.   პროექტის მიზანია კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერა, ტოლერანტი მოქალაქეების აღზრდა. 12 გუნდიდან  თითოეული წარმოადგენდა რომელიმე ქვეყანას. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია და წარმოადგინეს სახალისო და საინტერესო სახით. ღონისძიებას კარნავალის სახე ჰქონდა. გუნდებს აფასებდა...
24.12.2013 - “ბავშვები ბავშვებისთვის“
“ბავშვები ბავშვებისთვის“- პროექტის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები სტუმრად ეწვიენ საქველმოქმედო ფონდ - „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელებს. VII კლასელებმა სახალისო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილები ჩაუტარეს პატარებს, თემა - „მსოფლიოს შვიდი საოცრება“, ერთობლივად განიხილეს ზრდილობისა და ქცევის სიტუაციური ნორმები საზოგადოებრივ ადგილებში. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს გულისხმიერებისთვის....
1
2
3
4
5
6
7
8
....
Join us on