სიახლეები
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამ ზედგინიძეს და ელენე ხარიტონაშვილს მიღწეულ წარმატებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კონკურსის ორგანიზატორებმა მოსწავლეები დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
19.12.2013 - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერება, წარმატება, კეთილდღეობა იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მეგზური.
საშობაო არდადეგები გრძელდება 28 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.
17.12.2013 - ოქროს მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს
დღეს ჩვენი სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს: ჯემალ მანჯგალაძეს, მარი გიგაურს, ნინო უშიკიშვილს, სოფო ლელაშვილს, მარიკა ტყეშელაშვილს და ანა ფანცულაიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ საკინიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოქროს მედლები გადასცეს.
10.12.2013 - სტუმრად ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ საინტერესო მუზეუმში
სერვანტესის სახლობის გიმნაზია „აია-ჯესის " XI კლასის მოსწავლეები 2013 წლის 27 ნოემბერს ბიოლოგიის პედაგოგის დარეჯან ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ სტუმრად ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ უნიკალურ მუზეუმში: გეოლოგიურ და ზოოლოგიურ მუზეუმში.ზოოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1921 წელს გიორგი ჯავახიშვილის თაოსნობით. განსაკუთრებით დიდია უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის წვლილი...
04.11.2013 - ინტელექტუალური თამაში თემაზე „ჩემი ქალაქი“
2013 წლის 1 ნოემბერს ტრადიციულად ჩატარდა პირველკლასელებს შორის ინტელექტუალური თამაში თემაზე „ჩემი ქალაქი“. მათ მოინახულეს ქალაქის ღირშესანიშნაობები. კონკრსზე ექვსივე გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. მონდომებისა და შრომისათვის ისინი დასაჩუქრდნენ სამახსოვრო დიპლომებით.
25.10.2013 - ქართული ხელოვნების კვირეული „სიყვარული გზად და ხიდად“
ნოემბრის პირველ რიცხვებში სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში გაიმართება ქართული ხელოვნების კვირეული, რომელიც ეძღვნება ჩვენი მშობლიური კულტურის წარმოჩენა-უკეთ გაცნობას. დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომელთა იდეური ავტორებიც და შემსრულებლებიც თავად მოსწავლეები არიან. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ „კვირეულით“, ამ პროექტის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის...
21.08.2013 - სწავლა განახლდება 16 სექტემბერს
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო სწავლა განახლდება 16 სექტემბერს,
მეთორმეტეკლასელთათვის – 2 სექტემბერს.
სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლობის ფასებში შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“, მაღაზია „ლიბრა“ (55ბ პავილიონი). მაღაზია სთავაზობს საკანცელარიო ნივთებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს 10-15% ფასდაკლებას.
იხილეთ სახელმძღვანელოების...