Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
02.04.2012 - IYIPO 2012 - ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI ოლიმპიადა
 

1 აპრილს ქალბატონ გიული ალასანიას პატრონაჟით ჩატარდა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური. 60 საუკეთესო პროექტს შორის ჩვენი მოსწავლეების ელენე ხარიტონაშვილისა და მარიამ ზედგინიძის გამოგონებამ „ოზონის ვიზუალური დოზიმეტრი“ I ადგილი მოიპოვა და წარგზავნილნი არიან საერთაშორისო  ოლიმპიადაზე, რომელიც გაიმართება 27-29 აპრილს.

18.04.2011 - AIESEC-ის პროექტი სკოლაში
საერთშორისო ორგანიზაცია AIESEC-სა და ჩვენს სკოლას შორის დაიდო პარტნიორული შეთანხმების ხელშეკრულება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე საერთაშორისო კონკურენტიანი ლიდერების აღზრდა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გამრავალფეროვნება.
14.04.2011 - სასწავლო პროგრამა გრანადაში
2011 წლის ივნისში სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ესპანეთში, გრანადის საერთაშორისო სკოლაში სასწავლებლად
12.04.2011 - გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.   შერჩეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელები 12 აპრილიდან 16 აპრილამდე საცდელ ტესტირებას რვა საგანში გაივლიან.    
12.04.2011 - ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესია კრაკოვში
2011 წლის 6-10 მაისს სკოლის X კლასის მოსწავლე მალხაზ დარბაიძე მიემგზავრება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მისაღებად
10.04.2011 - საერთაშორისო ფორუმი თურქეთში
სკოლის XI კლასის მოსწავლე ვასილ ხურცილავა 2011 წლის 16-22 მაისს მონაწილეობას იღებს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სტამბულის საერთაშორისო ფორუმში
10.04.2011 - სიქას ტრენინგები სკოლაში
2011 წლის 19-20 მარტსა და 9 აპრილს ბრიტანულ-ესპანური სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა: ლია ბაშარულმა, თამარ ხორბალაძემ, ირმა ჯოგლიძემ და მარიკა ჯვარშეიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს  „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” - სიქას მიერ დაგეგმილ ტრენინგებში -  „ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში”    მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აქტიურად იყენებენ გაკვეთილის...
....
13
14
15
16
17
18
19
Join us on