სიახლეები
10.04.2012 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი
8 და 9 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალური შეხვედრა. მონაწილეობდნენ 42-ე საჯარო სკოლისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გუნდები. გუნდის შემადგენლობა: ჯემალ მანჯგალაძე, მარი გიგაური, ალექსანდრა გაზაშვილი, ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე.
ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე ივლისში გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე გაემზავრებიან.
მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ გუნდის წარმატებაში. მადლობა ბატონ იური ბაღათურიას, გიორგი დალაქიშვილს და ილიაუნის იმ პროფესორ-მასწავლებლებს ვინც ასე ანებივრებდა ჩვენს მოსწავლეებს პოპულარული და საინტერესო ლექციებით.
მადლობა სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გენადი კიანს გუნდის მომზადებისათვის, ტიტანური შრომისა და სამაგალითო ენთუზიაზმისათვის.
26.03.2012 - საგანმანათლებლო ორგანიზაცია დიდაქტიკის ოლიმპიადა
18 მარტს საგანმანათლებლო ორგანიზაცია "დიდქტიკის" მიერ ორგანიზებულ კონკურსებში ქართულ ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ინგლისური ენის საგნობრივ ჯგუფებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ნათია კობახიძემ, ნათია მეტონიძემ და დავით ცუცქირიძემ გამარჯვება მოიპოვეს. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
21.03.2012 - სასწავლო გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში
13 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით ვიმყოფებოდით ქ, ბაქოში ზარიფა ალიევას სახელობის უმაღლეს სკოლაში. სკოლა ბაქოში გამოირჩევა შესანიშნავი ინფრასტრუქტურით, პროფესიონალი კადრებით და საერთაშორისო პროექტებით. პროგრამა, რომელიც მასპინძლებმა შემოგვთავაზეს საინტერესო და სახალისო იყო.
მოვიხიბლეთ სკოლის დირექტორის ქალბატონ მაჰაბეტ ვალიევას და მასპინძლების მზრუნველი და თბილი დამოკიდებულებით. მადლობას ვუხდით ორივე...
15.03.2012 - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის გამარჯვებულები
ჩვენი სკოლის 29 მოსწავლემ წარმატებით გადალახა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული 2012 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტური.
ვულოცავთ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
მოსწავლის სახელი, გვარი
კლასი
საგანი
მარიკა ტყეშელაშვილი
11
ქართული ენა და ლიტერატურა
ვახტანგ კონტრიძე
7
მათემატიკა
მარი...
05.03.2012 - მე-9 სასწავლო-შემეცნებითი კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება
6 თებერვლიდან 4 მარტამდე სკოლაში მიმდინარეობდა მე-9 სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია. მუშაობდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სექცია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია და უცხო ენათა სექცია. 4 მარტს შედგა კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება თანამედროვე ხელოვნების თეატრში.
24.02.2012 - "ოკუპაციის კვირეული” სკოლაში
"ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ჩვენი სკოლის უფროსკლასელებმა ნახეს ფილმი საბჭოთა ისტორიის შესახებ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ”წითელი ყაყაჩოს“ აქციაშიც ჩაერთნენ. მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღეს რუსულ აგრესიაზე და გაითავისეს ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.
05.02.2012 - ღია გაკვეთილი ფიზიკის ლაბორატორიაში
IX, X და XI კლასის ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეები იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლის ფიზიკის ლაბორატორიაში. პროფესორ იური ბაღათურიამ ჩაატარა საინტერესო ლექცია და ექსპერიმენტები. მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია, რისთვისაც მას უღრმესს მადლობას ვუხდით.