Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
10.04.2012 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი
 

8 და 9 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალური შეხვედრა. მონაწილეობდნენ 42-ე საჯარო სკოლისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გუნდები. გუნდის შემადგენლობა: ჯემალ მანჯგალაძე, მარი გიგაური, ალექსანდრა გაზაშვილი, ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე.

ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე ივლისში გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე გაემზავრებიან.

მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ გუნდის წარმატებაში. მადლობა ბატონ იური ბაღათურიას, გიორგი დალაქიშვილს და ილიაუნის იმ პროფესორ-მასწავლებლებს ვინც ასე ანებივრებდა ჩვენს მოსწავლეებს პოპულარული და საინტერესო ლექციებით.

მადლობა სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გენადი კიანს გუნდის მომზადებისათვის, ტიტანური შრომისა და სამაგალითო ენთუზიაზმისათვის.

25.05.2011 - ნორჩ ეკოლოგთა რესპუბლიკური ტურნირი
ნორჩ ეკოლოგთა რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება 29 ივნისს შეირჩა ეკო-ტურნირში მონაწილე სკოლები: თბილისის 84-ე საჯარო სკოლა ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა თბილისის 98-ე საჯარო სკოლა საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლა ზესტაფონის დამოუკიდებელი სკოლა "ანაბასისი" თბილისის 64-ე საჯარო სკოლა ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დუშეთი, პავლეურის საჯარო სკოლა სკოლა-ლიცეუმი "აია-GESS"   ტურნირი დაიწყება 10 საათზე  
29.04.2011 - კონკურსი - „საუკეთესო მთარგმნელი“
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ" და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   კონკურსში მონაწილეებს შესასრულებელი ექნებათ მცირე ზომის ნაწარმოების თარგმანი უცხო ენებიდან ქართულ ენაზე ლექსიკონის დახმარებით. კონკურსში მუშაობს ინგლისური, რუსული და ესპანური ენის სექციები.   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XI კლასის მოსწავლეებს. კონკურსში გამარჯვებული...
29.04.2011 - კონკურსი "ევრიკა"
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ" და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   დაიწყო კონკურსში "ევრიკა" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ III, IV, V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მოწმდება მოსწავლეთა მომზადება მათემატიკასა და ლოგიკურ აზროვნებაში.მოსწავლე, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილებს დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებითა და...
29.04.2011 - ინგლისური ენის კონკურსი "BE THE BEST"
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ" და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი   დაიწყო ინგლისური ენის კონკურსში "BE THE BEST" მსურველთა რეგისტრაცია, კონკურსი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ტესტებს, მონაწილეთა  აუდირებას. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში III-IV, V-VI და VII-VIII კლასელთათვის. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით, ლონდონის...
27.04.2011 - UNESCO-ს საერთაშორისო კონფერენცია ბუენოს-აირესში
სკოლა მიწვეულია UNESCO-ს მეთორმეტე სამოდელო კონფერენციაზე ბუენოს-აირესში. კონფერეციის სამუშაო ენაა ესპანური
19.04.2011 - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
  სააღდგომო არდადეგები:  21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით   
....
12
13
14
15
16
17
18
19
Join us on