Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
10.04.2012 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი
 

8 და 9 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალური შეხვედრა. მონაწილეობდნენ 42-ე საჯარო სკოლისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გუნდები. გუნდის შემადგენლობა: ჯემალ მანჯგალაძე, მარი გიგაური, ალექსანდრა გაზაშვილი, ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე.

ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე ივლისში გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე გაემზავრებიან.

მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ გუნდის წარმატებაში. მადლობა ბატონ იური ბაღათურიას, გიორგი დალაქიშვილს და ილიაუნის იმ პროფესორ-მასწავლებლებს ვინც ასე ანებივრებდა ჩვენს მოსწავლეებს პოპულარული და საინტერესო ლექციებით.

მადლობა სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გენადი კიანს გუნდის მომზადებისათვის, ტიტანური შრომისა და სამაგალითო ენთუზიაზმისათვის.

28.06.2010 - ეკო-ტურნირი
2010 წლის 21 ივნისიდან - 26 ივნისამდე სკოლა-ლიცეუმი მასპინძლობდა საერთაშორისო ნორჩ ეკოლოგთა ტურნირს.  
03.05.2010 - ლონდონი 2010
2010 წლის აპრილში სკოლის XI კლასელები და კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" გამარჯვებული - სალომე გავაშელიშვილი იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო ენის ცენტრში და მიიღეს Advance დონის სერთიფიკატები.            
10.02.2010 - შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან
ჩვენს სკოლაში ხშირად იმართება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა ყველასათვის საინტერესო და ცნობად სახესთან, დათო ტურაშვილთან.  შეხვედრაზე ჟურნალისტთა სტუდიის წარმომადგენლებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს მწერალს და ამომწურავი პასუხიც მიიღეს. ზოგიერთი ჩვენი სკოლის მოსწავლე თარგმნის ესპანელი და ინგლისელი მწერლების ნაწარმოებებს და მიიღეს...
05.12.2009 - საუკეთესო პატარა მთარგმნელი
რესპუბლიკური კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" ესპანური ენის სექციის 2009 წლის გამარჯვებულები ნოემბრის თვეში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, თათული ჯაფოშვილმა და ნინო პაპუნაშვილმა აიღეს მაღალი დონის სერთიფიკატები. სასწავლო ცენტრსა და სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდგომ...
....
15
16
17
18
19
Join us on