სიახლეები
10.04.2012 - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი
8 და 9 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალური შეხვედრა. მონაწილეობდნენ 42-ე საჯარო სკოლისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გუნდები. გუნდის შემადგენლობა: ჯემალ მანჯგალაძე, მარი გიგაური, ალექსანდრა გაზაშვილი, ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე.
ელენე ხარიტონაშვილი, ლუკა თოიძე და ომარ დოლიძე ივლისში გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე გაემზავრებიან.
მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ გუნდის წარმატებაში. მადლობა ბატონ იური ბაღათურიას, გიორგი დალაქიშვილს და ილიაუნის იმ პროფესორ-მასწავლებლებს ვინც ასე ანებივრებდა ჩვენს მოსწავლეებს პოპულარული და საინტერესო ლექციებით.
მადლობა სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გენადი კიანს გუნდის მომზადებისათვის, ტიტანური შრომისა და სამაგალითო ენთუზიაზმისათვის.
16.07.2013 - ბანაკი „ევრიკა“ - 2013
1 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში სკოლა მასპინძლობდა საზაფხულო ბანაკ „ევრიკის“ მონაწილეებს.
ბანაკში მონაწილეობდნენ რესპუბლიკური კონკურსების „ევრიკა“ და „BE THE BEST “ გამარჯვებული მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებოდათ სახალისო გაკვეთილები, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ექსკურსიები. ბანაკის დახურვის დღეს მოსწავლეებმა სტუმრებისათვის...
04.07.2013 - IEARN 2013 - კატარი, ქალაქი დოჰა
IEARN (the International Education and Resourse Network)
29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნინო ხუბუნაია, ნათია მეტონიძე, ლუკა ჯანჯღავა, ანა ელიზბარიძე, გიორგი მარგიანი, ირაკლი შამუგია, დავით ცუცქირიძე, ნიკა ნიკოლიშვილი, თეიმურაზ სიმონიშვილი, თემური პეტაშვილი და გიორგი ნარიმანიძე იმყოფებიან კატარში, ქალაქ დოჰაში საერთაშორისო კონფერენციაზე. ჯგუფის ხელმძღვანელები: რუსუდან ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე და ნონა ბოლქვაძე....
14.06.2013 - კონკურსის „ევრიკა" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება შედგება 20 ივნისს, 10 საათზე სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში.
წითელი ფერით აღნიშნულია გამსვლელი ქულები
III კლასი: დიპლომი - 30 ქულიდან, ბანაკი - 33 ქულიდან
IV კლასი: დიპლომი - 30 ქულიდან, ბანაკი - 35 ქულიდან
V...
14.06.2013 - კონკურსის „BE THE BEST" შედეგები:
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება შედგება 20 ივნისს, 10 საათზე სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ში.
წითელი ფერით აღნიშნულია გამსვლელი ქულები
III კლასი: დიპლომი - 60 ქულიდან, ბანაკი - 85 ქულიდან
IV კლასი: დიპლომი - 70 ქულიდან, ბანაკი - 90 ქულიდან
V...
17.05.2013 - ბოლო ზარი
ჩვენო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას! უბედნიერესები იყავით და ყოველთვის წარმატებით დაგეძლიოთ ცხოვრების ყველა შემოთავაზება! გვიყვარხართ!
02.05.2013 - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სააღდგომო არდადეგები:
2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით