სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.
ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.
17.08.2015 - სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2015-2016 სასწავლო წლისთვის
გთავაზობთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს 2015-2016 სასწავლო წლისთვის
16.08.2015 - სკოლის ფორმა:
ძვირფასო AIA-GESS-ელებო! 2015-2016 სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს.
წარმატებული და სიხარულით სავსე ყოფილიყოს თითოეული დღე თქვენთვის!
მშობელთა საყურადღებოდ! მომავალი სასწავლო წლიდან ყველა მოსწავლეს ევალება ფორმით სიარული, გთხოვთ გაითვალისწინოთ.
ფორმების თაობაზე მიაკითხეთ კომპანიას შემდეგ მისამართზე: მთაწმინდის შესახვევი #9 (ფუნიკულიორის ასასვლელი, ჭონქაძის #29-დან კიბეებით ჩასასვლელი) ტელ: 558 55 55 54. მოდელები...
07.05.2015 - FCI - 2015
სერვანტესის სახელობის გიმნაზიის აია-ჯესსის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოების ორგანიზებულ გამოცდებს და ღებულობენ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატებს.
2015 წლის მარტის სესიაზე FIRST CERTIFICATE IN ENGLISH გამოცდა ჩააბარეს და სერთიფიკატი მიიღეს: თინათინ ჩიტიშვილმა, გურამ ციმინტიამ, გურამ ჩუბინიძემ, გიორგი გიგაურმა, მარიამ გაგნიძემ, თამარ...
27.04.2015 - ICYS - 2015
19-25 აპრილს იზმირში ჩატარდა კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ გაგნიძემ და თეკლა დარციმელიამ, ხელმძღვანელი დარეჯან ლორთქიფანიძე.საუკეთესოდ ორგანიზებულმა კონფერენციამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
17.03.2015 - Chain Reaction - ნომინაცია "საუკეთესო პროექტი"
14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია. პროექტზე - "თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება" მუშაობდნენ: ნორა მულაძე, თათია ანდრიაშვილი, მარიამ გაგნიძე, თეკლე დარციმელია, თეა გამრეკელაშვილი, რატი აბულაძე.პროექტი "მწვანე გათბობა" მოამზადეს მოსწავლეებმა: თამარ ჭვრიტიძე, სოფია ვადაჭკორია, სოფიკო თოთლაძე, ნინი გვენეტაძე, ბახვა ერისთავი, გიორგი...
11.02.2015 - პატრიარქის დალოცვა
2015 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS