Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
 

ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა  საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი  ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და  მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.

ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან.  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.

 

31.01.2012 - კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“
25-26 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ჩატარდა ყოველწლიური სასწავლო - პრაქტიკული კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში.“  კონფერენციას დაესწრო ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ დალოცა მომხსენებლები და 2011 წლის კონფერენციის რჩეული თემების ავტორებს, მათი მოხსენებებით დაკომპლექტებული...
26.12.2011 - მეორე კლასის მოსწავლეები სტუმრად კოჯრის ბავშვთა სახლში
უნარი – მიანიჭო სიხარული სხვებს, აჩუქო სიყვარული, უწილადო შენთვისაც ძვირფასი სათამაშოები და ტკბილეული, ბავშვობიდანვე უნდა შეიძინო და გამოიმუშაო. ვამაყობ თქვენით ჩემო მოსწავლეებო, თქვენ ხომ 2011 წლის 23 დეკემბერს, კოჯრის ბავშვთა სახლში სტუმრობით, მაგალითი აჩვენეთ ყველას – რას ნიშნავს ნამდვილი ქველმოქმედება. მადლობა თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, მხარი რომ დაუჭირეს თქვენს სურვილს, მიგეღოთ მონაწილეობა...
15.12.2011 - ორკვირიანი სასწავლო პროგრამით ესპანეთის ქალაქ გრანადაში
2010-2011 სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები ტრადიციისამებრ 19 ნოემბრიდან  4 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ ესპანეთში ქალაქ გრანადაში ორკვირიანი სასწავლო პროგრამით. პროგრამაში მონაწილეობდნენ: სოფო ლელაშვილი, ნინო ირემაძე, ელენე დარციმელია, ნანა ხარაბაძე და თათია სოსელია. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ნონა ბოლქვაძე და ლელა...
12.12.2011 - ვულოცავთ ცხრა ვარსკვლავის მინიჭებას
ვულოცავთ სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სკოლის ბრენდირებას და ცხრა ვარსკვლავის მინიჭებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში  ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ბრენდირებული სკოლების ნუსხა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. საჯარო სკოლებისთვის   ბრენდირება ...
07.12.2011 - წარმატება საერთაშორისო კონკურსში ”ლეონარდო და ვინჩი”
  მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების...
29.11.2011 - სემინარი გარემოს დაცვის სამინისტროში
შემეცნებითი ექსკურსია - გაკვეთილი მე-9 კლასელთათვის  ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროში.ექსკურსიას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის პედაგოგი - ნანა ნარმანია. ექსკურსიის მიზანი იყო: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, საქართველოს დაცული ტერიტორიების გაცნობა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის გააზრება ქვეყნისათვის.მიზნობრივი ექსკურსიების დაგეგმვა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 
....
8
9
10
11
12
13
14
15
16
....
Join us on