სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.
ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.
16.11.2011 - სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის...
15.11.2011 - ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მხარდაჭერით სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაიწყო. ჩვენი სკოლა ერთერთია ოთხ საპილოტე სკოლას შორის, სადაც წელს მეორე კლასელებს ჯანსაღი კვების პრინციპებს გააცნობენ.
ნესტლეს გლობალური პროგრამის „ჯანმრთელი ბავშვები“ ინიციატივით შემუშავებულ იქნა სახელმძღვანელო როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე...
14.11.2011 - სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვა
სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვის მიზნით შექმნილია მკვლევარ მასწავლებელთა კლუბი.კლუბის წევრები არიან: ტრენერი მასწავლებლები, რომლებიც ატარებენ სამოდელო გაკვეთილებს, მასტერ კლასებს და ტრენინგებს სკოლის პედაგოგებისთვის. მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას აქტიურად იყენებენ გაკვეთილებზე.
07.09.2011 - გთავაზობთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასების მიხედვით:
07.07.2011 - ბანაკი "ევრიკა"
რესპუბლიკური კონკურსის „ევრიკას“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ათდღიანი საზაფხულო ბანაკით. 25 ივნისიდან 5 ივლისამდე მოსწავლეებს უტარდებოდათ სახალისო გაკვეთილები საბუნებისმეტყველო საგნებში, მხიარული შეჯიბრებები სპორტულ სახეობებში, მოინახულეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი და თბილისის ბოტანიკური ბაღი.
იხილეთ სლაიდი:
სლაიდი მოამზადა VI კლასის მოსწავლემ ლუკა ფანცულაიამ
20.06.2011 - პატარა არქეოლოგები
VIგ კლასის მოსწავლეებმა სამთავროს ველის ნამოსახლარი დაათვალიერეს. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით „აღიჭურვნენ“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ჩაებნენ „გათხრებში“. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და აფიქსირებდნენ სპეციალურად მომზადებულ „ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.
მოსწავლეებმა თიხის...