Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
 

ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა  საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი  ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და  მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.

ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან.  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.

 

06.04.2011 - შეხვედრა კომპოზიტორთან
    მოეწყო შეხვედრა კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილთან. გაიმართა კონცერტი მისი სიმღერების შესრულებით, შემდეგ მოუსმინეს კომპოზიტორს.ბატონმა ვაჟამ დიპლომები და საჩუქრები გადასცა სკოლის ინტელექტუალებს.
15.03.2011 - ინტელექტუალური თამაშები
ტელეპროექტ "ეტალონისა" და ჟურნალ "ჯუნიორის" თანადგომით 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით სკოლაში მიმდინარეობდა ინტელექტუალური თამაშები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.   ინტელექტუალური თამაშის პირველი ადგილის მფლობელები მთელი წლის განმავლობაში სკოლის ინტელექტუალის წოდებას ატარებენ.   ინტელექტუალების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ვრცლად...
04.03.2011 - დაიწყო რეგისტრაცია ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალური ტურნირისთვის
2011 წლის 21-26 ივნისს ჩატარდება ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ეკო-ტურნირზე, რომელიც შედგება 2011 წლის სექტემბერში. კონკურსის განმხორციელებელი ორგანიზაციებია: • სკოლა-ლიცეუმი „აია _ GESS“ • ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი გთხოვთ, შეავსოთ და გამოგზავნოთ...
20.02.2011 - ჯანსაღი სკოლების ევროპული ქსელის ტრენინგები
საქართველოს პირველი ლედის - სანდრა რულოვსის პატრონაჟით ხორციელდება ჯანსაღი სკოლის ევროპული ქსელის საერთაშორისო პროექტი. პროექტისთვის საპილოტედ შეირჩა თავდაპირველად საქართველოს 4 სკოლა, მათ შორის იყო "აია-GESS". 2010 წლის 5-6 სექტემბერს ლიკანში გაიმართა ამ სკოლების პირველი სამუშაო შეხვედრა. ტრენინგებისთვის მოწვეული იყვნენ ტრენერები ჰოლანდიიდან და შოტლანდიიდან. სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 17-18 თებერვალს...
12.12.2010 - ეტალონი
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმატებულ მონაწილეობას გადაცემაში "ეტალონი".  
27.07.2010 - კანადა 2010
2010 წლის ივლისში კანადაში, ქალაქ ბარში ჩატარდა XIV საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი და XVII საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნანა ხარაბაძემ, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, ნინო ფუხაურმა და მარიკა ტყეშელაშვილმა წარადგინეს შემდეგი თემები: "ქართული ხალხური სამღერები”, “ქართული ხალხური ინსტრუმენტები”, "ნორჩ ეკოლოგთა საერთაშორისო ტურნირი" და “IEARN-ის პროექტები ჩვენს...
....
14
15
16
17
18
19
Join us on