Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
 

ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა  საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი  ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და  მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.

ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან.  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.

 

28.06.2010 - ეკო-ტურნირი
2010 წლის 21 ივნისიდან - 26 ივნისამდე სკოლა-ლიცეუმი მასპინძლობდა საერთაშორისო ნორჩ ეკოლოგთა ტურნირს.  
03.05.2010 - ლონდონი 2010
2010 წლის აპრილში სკოლის XI კლასელები და კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" გამარჯვებული - სალომე გავაშელიშვილი იმყოფებოდნენ ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო ენის ცენტრში და მიიღეს Advance დონის სერთიფიკატები.            
10.02.2010 - შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან
ჩვენს სკოლაში ხშირად იმართება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა ყველასათვის საინტერესო და ცნობად სახესთან, დათო ტურაშვილთან.  შეხვედრაზე ჟურნალისტთა სტუდიის წარმომადგენლებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს მწერალს და ამომწურავი პასუხიც მიიღეს. ზოგიერთი ჩვენი სკოლის მოსწავლე თარგმნის ესპანელი და ინგლისელი მწერლების ნაწარმოებებს და მიიღეს...
05.12.2009 - საუკეთესო პატარა მთარგმნელი
რესპუბლიკური კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" ესპანური ენის სექციის 2009 წლის გამარჯვებულები ნოემბრის თვეში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, თათული ჯაფოშვილმა და ნინო პაპუნაშვილმა აიღეს მაღალი დონის სერთიფიკატები. სასწავლო ცენტრსა და სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდგომ...
....
15
16
17
18
19
Join us on