Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება

ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
 

ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა  საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი  ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და  მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.

ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან.  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.

 

10.11.2012 - "მე მიყვარს ფუტკარი"
საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით კომპანია ,,ტენტორიუმმა“ გამართა კონფერენცია თემაზე ,,მე მიყვარს ფუტკარი“. ჩვენი სკოლა დასახელდა სამ საუკეთესო სკოლას შორის. სკოლას გადაეცა სიგელი და წიგნები. მონაწილეობდნენ დეა ოდიშელიძე, ლიზი სამხარაძე, ბარბარე ქავთარაძე, ანი ჩიხლაძე, ნინი ხუნძაყიშვილი და მარიამ კაცელაშვილი....
18.10.2012 - EVS - Human Rights Caravan
17 ოქტომბერს 12-დან 14 საათამდე სკოლაში იმყოფებოდნენ უცხოელი პედაგოგები. ისინი ჩვენი სკოლის X-Xi კლასელთათვის ატარებდნენ თრენინგს ინგლისურ ენაზე. „ადამიანთა უფლებების ქარავანი“. 
02.10.2012 - ჩვენი სკოლის მოსწავლეები - ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ექსპერიმენტატორები
29 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება,.  რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის,  ოფიციალურად გახსნეს   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიგი თევზაძემ, საქართველოს   გარემოს დაცვისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმა  და  პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ურსულა დოროშევსკამ.  ...
28.09.2012 -  საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” - 2012
ვულოცავთ ვანო შარიას და გეგა ლელაშვილს საერთაშორისო კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ მოპოვებულ წარმატებას. მათ შექმნეს რობოტი „სალამურა“. 2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. 299-დან 36  ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები შეირჩა და ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა....
03.09.2012 - სწავლა განახლდება 17 სექტემბერს
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გეპატიჟებით 17 სექტემბერს არტ-ჰოლში 1030 საათზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. (მისამართი: ცოტნე დადიანის 26)   იხილეთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2012-2013 სასწავლო წლისთვის     სახელმძღვანელოების შეძენასთან დაკავშირებით იხილეთ ბმული   I-IX კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სასკოლო ფორმა. დიზაინერთან შეხვედრა და ფორმების შეკვეთა...
25.07.2012 - ბრინჯაოს მედლები - ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი გერმანიაში
2012 წლის 20-29 ივლისს გერმანიაში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა XXV საერთაშორისო ტურნირი. ტურნირში საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ჩვენი სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
....
4
5
6
7
8
9
10
11
12
....
Join us on