სიახლეები
30.04.2012 - ოქროს მედლები – ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა
ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოლიმპიადის გამარჯვებულები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე ოქროს მედლებით დააჯიდოვა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.
ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.
17.07.2012 - 2012 წლის 15 ივლისი - გადაცემა „ცხოვრება მშვენიერია“
საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში „ცხოვრება მშვენიერია“ მიწვეულნი იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ელენე ხარიტონაშვილი და მარიამ ზედგინიძე. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები.
ოლიმპიადა 2012 წლის 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს და მასში 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ვიდეო
16.07.2012 - ბანაკი - „ევრიკა“ - 2012 დასრულდა
გლდანი – ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და სერვანტესის სახელობის გიმნზია ,,აია–ჯესსის“ ორგანიზებით 2 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში სკოლა მასპინძლობდა საზაფხულო ბანაკ „ევრიკის“ სტუმრებს.
ბანაკში მონაწილეობდნენ რესპუბლიკური კონკურსების „ევრიკა“ და „BE THE BEST “ გამარჯვებულები და თბილისის #59, #120 და #69 საჯარო სკოლების მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები და სპეციალური საგანმანათლებლო...
04.06.2012 - კონკურსი „BE THE BEST“ ჩატარდება კვირას, 10 ივნისს
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსის „BE THE BEST“ III-IV და V-VI კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1000 საათზე
ტესტირება დაიწყება 1030 საათზე
კონკურსის „BE THE BEST“ VII-VIII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1230 საათზე
ტესტირება დაიწყება 1300 საათზე
04.06.2012 - კონკურსი „ევრიკა“ ჩატარდება შაბათს, 9 ივნისს
საგანმანათლებლო ორგანიზაციის "გზა მომავლისაკენ", საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის "აია-ჯესს"
და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის - ICE ერთობლივი პროექტი
კონკურსი „ევრიკის“ III-IV კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1000 საათზე
ტესტირება დაიწყება 1030 საათზე
კონკურსი „ევრიკის“ V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 1230 საათზე
ტესტირება დაიწყება 1300 საათზე
17.05.2012 - მადლობის სიგელი და ფულადი პრემია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა. ჩვენი სკოლა წელსაც დაჯილდოებულთა სიაშია.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
10.05.2012 - გიმნაზია „აია-GESS” წელსაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულია
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.
www.naec.ge